“მაშინ მირჩიეს, მაგ თემაზე პოსტიც კი არ დაწერო, არ მიგასიკვდილონ, ეგ საქმეები იმხელა “კრიშით” კეთდებაო…გესმით, რა ცოდვის კალო ტრიალებს?!”

0
1968
19 Views

რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა სურვილი სუროგაციის და ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე მომეძია ინფორმაციები…
ხოდა, აღმოვაჩინე, რომ “შავი ბაზარი” ყვავის ამ ბიზნესში…
ანუ, პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ვიღაც ჰომოექსუალები სუროგატს ბავშვს აჩენინებენ ოფიციალურად..
ყველაზე მთავარი სწორედ არაოფიციალური ამბებია…
მოგეხსენებათ, ხელოვნური განაყოფიერებისას ანაყოფიერებენ რამდენიმეს, დაზღვევის მიზნით…
აი, მაგალითად, სრულიად სათნო ქართველი წყვილი მივიდა მსგავსი მომსახურების კლინიკაში და დაიწყო ხელოვნური განაყოფიერების პროცედურები ..
იცოდეთ, ჯერ ერთი, ზუსტად ვერასდროს გეცოდინებათ სინამდვილეში რამდენი განაყოფიერება მოხდა და სად წავიდა ამ წყვილისგან უკითხავად ეს განაყოფიერებული მასალა, ანუ ემბრიონი…
მეორე, დონორ გოგონას, რომელიც აბარებს კვერცხუჯრედს, ვერასდროს ეცოდინება რა რაოდენობის კვერცხუჯრედი ამოაცალეს სინამდვილეში…
(შენიშვნა: ზოგადად, ორგანიზმში კვერცხუჯრედი არის სხავასხვა რაოდენობის და არის გამოლევადი, ანუ ილევა და დიდი შანსია, დონორი გოგონა სამომავლოდ უშვილოდ დარჩეს)
დონორი, რომელიც ამაში ფულს იღებს, რა ფსიქიკის პატრონია, სულ მცირე, გამოსაკვლევია..
დავუბრუნდეთ ნამდვილ წყვილებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ხელოვნური განაყოფიერება…
როგორც ვახსენე, ხდება რამდენიმე განაყოფიერება, ანუ რამდენიმე ემბრიონის ჩამოყალიბება, დაზღვევის მიზნით…
ვთქვათ და კეთილსინდისიერი ექიმების ხელში მოხვდნენ და განაყოფიერდა, ანუ “შეიქმნა” 7 ემბრიონი.
შემდეგ, პროცედურების მეშვეობით (ანუ განაყოფიერებული ემბრიონის საშვილოსნოში გადატანის შედეგად) მოხდა დაორსულება…
როგორც წესი, დანარჩენ ემბრიონს ან ყინავენ, ამ მაშინვე ანადგურებენ…
თუ ქრისტიანულად მივუდგებით საკითხს და პრინციპში, მეცნიერულადაც, განაყოფიერების მომენტში იბადება სული, არა?
და რა გამოდის, თუ შვიდივეს არ გააჩენს წყვილი, მაშინ რა?
ან გააჩუქებენ, ან გაყიდიან, ან მოკლავენ ხომ?
იმ შვიდიდან, ის დარჩენილი 6 ხომ ისეთივე შვილია, როგორიც ის პირველი, რომელიც ხელოვნური პროცედურის შედეგად მუცელში მოხვდა???
არის განსხვავება??
მუცელში გადაიტანეს თუ არ გადაიტანეს, ხომ განაყოფიერებული “მასალაა”, დაბადებისთვის მზად მყოფი??
და რას უკეთებს წყვილი???
ან როგორ იცხოვრებს შემდეგ ამ გადაწყვეტილებების გააანალიზებისას??
აბა, გაიაზრეთ ეს ყველაფერი რა არის!
მსმენია ეგეთი ისტორია, 5 გაუნაყოფიერდათ, 3 გააჩინეს და 2 გაყინული აქვთ..
ახლა ამ ცოლ-ქმარმა არ იციან რა ქნან, რადგან ჯერ მესამე კი არა, მეორე ბავშვის “პროცედურებისთვის” აღებული ვალებიდან ვერ ამოვისულან ჯერ… და ფიქრობენ რა ქნან, გაანადგურონ თუ გააჩუქონ!
ფიქრობენ, განადგურებას, ანუ მოკვლას ჯობია გავაჩუქოთო…
საკუთარ 2 შვილს გაჩუქებას უპირებენ…
გესმით, რა ცოდვის კალო ტრიალებს?!
ტყვეთა სყიდვა მიმიქარავს, ეს ისეთი საზარელი რამ არის…
ამას, სამომავლოდ ინცესტის საშიშროებაც დაუმატეთ…
ხო, მაშინ მირჩიეს, მაგ თემაზე პოსტიც კი არ დაწერო, არ მიგასიკვდილონ, ეგ საქმეები იმხელა “კრიშით” კეთდებაო…
ხოდა, კუკუნაშვილის პიროვნებამდე ნუ დაიყვანთ ამხელა სატანურ ქსელს!!!!
პატრიარქის განწყობა გეცოდინებათ ამ თემაზე…
ისე…კანადაში ექიმს 226-მა პაციენტმა უჩივლა, საკუთარი სპერმით დაგვაორსულაო, ჰოლანდიაში 60 პაციენტმა უჩივლა ერთ ექიმს და რომ საკუთარი სპერმით ანაყოფიერებდა კვერცხუჯრედებს,იგივე მოხდა ამერიკაშიც.
წელს კი, აპრილში, ჰოლანდიაში ერთ-ერთ სპერმის დონორს სასამართლომ მოსთხოვა შეაცეროს დონორობა, რადგან უკვე 600 შვილი შეუგროვდა…
სასამართლომ ასევე დაავალდებულა დონორი, დაუკავშირდეს ყველა კლინიკას სადაც ჩაბარებული აქვს სპერმა და გაანადგურებინოს.
თუ გამოიჭერენ, რომ კიდევ ჩააბარა პირველადი სტრაფი 100 000 ევრო იქნებაო….
თაღლითობებიც ხდება ამ სფეროში, მაგალითად, ფილადელფიაში თაღლითები 2016-2019 წლების მანძილზე “ილონ მასკის სპერმას” ყიდდნენ 150 000 დოლარად… ასობით სპერმა გაყიდესო..
პ.ს. ემბრიონის გაყინვა, ანუ კრიოპრეზერვაცია შეიძლება ათეული წლები გაგრძელდეს.
10-20-30 წელი… ცნობილია, 24 წლის შემდეგ დაბადება.
გაყინული ემბრიონის გადარჩენის ხარისხი 98%-ია.
ემბრიონების მხოლოდ 2% იღუპება თავისით და ამის აღმოჩენა გადნობის პროცედურის შემდეგ არის შესაძლებელი.
იფიქრეთ, ადამიანებო, იფიქრეთ..

მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

“”

 

Cesko