“მეტი არაა ჩემი მტერი, გრიგოლია არც ჟურნალისტი იყოს, არც ღირსება ჰქონდეს და არც ქვეყანა უყვარდეს…” – ირაკლი ჯანყარაშვილი

0
8476
21 Views

სოფელში ბებიაჩემს ჰყავდა ერთი ძროხა, დილა იყო თუ საღამო, მაძღარი იყო თუ მშიერი, მძინარე თუ მღვიძარე, ბღაოდა და ბღაოდა, ამიტომ ბებიაჩემი აძლევდა ბევრ თივას და ჩალას, ჭამის დროს მაინც რომ არ ეყვირა და ებღავლა..

ასეა ვითომ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

ბღავის, ყვირის, კივის, თმებს იპუტავს… მაგრამ არავინ იცის, რა დააწყნარებს _ საკვები, ფული თუ ალერსი… ))))))))

ბებიაჩემის ძროხას ინგა გრიგოლია კიდევ იმით ჰგავს, რომ მასავით ჩაპუტკუნ-ჩაკურატებულია, თუმცა ბებოს ძროხა კარგად იწველებოდა, გრიგოლია კი არ იწველება..

მან ერთხელ ერთ ინტერვიუში თქვა: კარგ ხაჭაპურებს ვაცხობო… ნუ ირიბი მსგავსება აქაც არის, ყველთან დაკავშირებით… ))))))

მაგრამ მეც რას გადავეკიდე იმ საწყალ ძროხას?! იმას პრეტენზიები ჰქონდა მარტო ჭამაზე, ხოლო ძროხის სახეობის გრიგოლია გადამტერებულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე…

იმის მაგივრად, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის დროს ნაცემს და შეურაცხყოფილს, უამრავი დანაშაულის ჩამდენი, სექსუალურად აღვირახსნილი სააკაშვილი სძულდეს, მოძალადის მიმართ მსხვერპლის დაუოკებელი სიყვარულით ეტრფის, მგონი, მიშას…

„თუ მცემენ … დამაზიანებენ, ძვლებს ჩამიმტვრევენ, თვალს ამომთხრიან და კარგი, იმ მომენტში გადავრჩი და მერე სახლში წავედი და დარდისგან გამისკდეს გული, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?!. ძვალის გატეხვაა მიზეზი, თუ ადამიანს ღირსება აქვს, ხალხო… ღირსება აქვს, ხალხო! იცით თქვენ რა არის?! სახლში შენს თავთან მარტო რომ დარჩები და რომ ხედავ კადრებში, როგორ გცემენ და ეს რო გახრჩობს, ეს არის ღირსება…”_ ასე „ბრძანა“ გრიგოლიამ რამდენიმე წლის წინ აქციის დროს ოპოზიციის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის დღეებში…

წეღან რომ ვახსენე, ის პატიოსანი ძროხა არ მოიქცეოდა ასე უღირსად, როგორც ათას ღობეზე გადამხტარი გრიგოლია იქცევა ¬_ ღირსება რომ ჰქონდეს, მკვლელი და სახეახეული „ჭუტას“ ტელევიზიაში წამოჯდებოდა და ღირსებაზე დაიწყებდა ლაპარაკს?

მეტი არაა ჩემი მტერი, გრიგოლია არც ჟურნალისტი იყოს, არც ღირსება ჰქონდეს და არც ქვეყანა უყვარდეს…

ირაკლი ჯანყარაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი

 

წყარო: publicist.ge

Cesko