ახალი რეგულაციები მძღოლებისთვის – ნახეთ, რა შემთხვევაში დაჯარიმდებით

0
1699
25 Views

რეგულაციის მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირების და სწრაფი რეაგირების თანამშრომლები საპილოტე რეჟიმში გზებზე ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებას გააჩერებენ და შეამოწმებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის ტარიელ ირემაძის თქმით, დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი – 300 ლარით დაჯარიმდება.

“საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტექინსპექტირებაზე მიმართვიანობა მაინც ერთ ნიშნულზეა.

ვაჟა იორდანიშვილის განმარტებით, დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა გაიზრდება და ასე თავისუფლად ვეღარ გადაადგილდებიან ის ავტომობილები, რომლებიც გამონაბოლქვის ჭარბ რაოდენობას გამოყოფენ

Cesko