VIDEO: ცრემლებს ვერ შეიკავებთ – მაკა შალიკაშვილის წაკითხულმა ლექსმა „გიორგი ანწუხელიძის უკვდავებამ” საზოგადოება აატირა

0
3459
32 Views

ნიჭიერმა და ყველასთვის საყვარელმა ქართველმა მსახიობმა მაკა შალიკაშვილმა გადაცემა “პრაიმშოუში” მამა ადამ ახალაძის ლექსი „გიორგი ანწუხელიძის უკვდავება” შესანიშნავად წაიკითხა. მისმა ემოციურმა შესრულებამ საზოგადოება აატირა. მსახიობის ყველაზე დიდი სურვილია, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე აღარ შეეწიროს უსამართლობას და მისი პატარა ქვეყანა ბედნიერი და დამოუკიდებელი იყოს.

„ბრავო, უცრემლოდ ვერ მოვისმინე ვერცერთი ლექსი, რა სიამაყეა ქართველობა”…„უნიჭიერესი, რა კარგად კითხულობ”…„მაკა, შეუდარებელი ხარ”,- წერენ კომენტარებში.

„მე მინდა, რომ აღარ დაჭირდეს ჩემს პატარა ქვეყანას არცერთი ბიჭის, არცერთი გოგოს, არცერთი ქართველის და არაქართველის შეწირვა – იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი”, – საუბრობს მაკა შალიკაშვილი.

Cesko