„ამ დოზით ადამიანის პირად ცხოვრებაში, ბოდიში და საცვლებში ჩახედვა რას გვაძლევს, ვერ ვხვდები“ – რას წერს რეპერი მასტერი მზია გეწაძეზე

0
1856
27 Views

გადაცემა „ია ფარულავას ფარული კონვერტის” სტუმარი მომღერალი – მზია გეწაძე გახლდათ.

აღნიშნულ ფაქტს რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე „მასტერი” სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მედიამ მზია გეწაძის ისტორია და სხვადასხვა შოუში მონაწილეობა რეიტინგისთვის გამოიყენა.

ამ მიზნით არ მიყვარს და ყოველთვის უარს ვამბობ მსგავს გადაცემებში მონაწილეობაზე. ადამიანის, მით უმეტეს ამხელა ქალის გულუბრყვილობის და გულწრფელობის გამოყენება ხდება ერთის მხრივ გადაცემის რეიტინგის ასაწევად და მეორეს მხრივ, რას იღებს ეს ქალბატონი უამრავ დამცინავ და შემზარავ კომენტარს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ დოზით ადამიანის პირად ცხოვრებაში, ბოდიში და “საცვლებში” ჩახედვა რას გვაძლევს, ვერ ვხვდები. არც ფულის, არც პოპულარობის ფასად ჩემს მსგავს პირად საკითხებს არასდროს გამოვიტან გარეთ და ბევრ მსგავს გადაცემაში სტუმრობაზე ვთქვი უარი” – წერს „მასტერი”.

Cesko