18 და 22 წლის ბიჭებმა კაცი ჯერ გაგუდეს და შემდეგ მდინარესთან დამარხეს -მკვლელობის ახალი დეტალები

0
717
27 Views

მკვლელობა ქვემო ქართლში – ტაქსის მძღოლს რამდენიმე პირი დაესხა თავს და სასტიკად მოკლეს. 54 წლის მამაკაცი თბილისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მას რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. მათ მძღოლისთვის მანქანის წართმევა სურდათ.

ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია 2 პირი – 22 და 18 წლის ახალგაზრდები.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლული მდინარის პირას დამარხეს. ავტომანქანა კი საკუთარ სახელოსნოში გადაიყვანეს და დაშლა დაიწყეს.

სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთ პირს ეძებენ.

Cesko