21 წლის ბიჭმა თანატოლი მოკლა.სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოება მკვლელობით დასრულდა.თბილისში  სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოება მკვლელობით დასრულდა

0
575
28 Views

სოციალირ ქსელში დაწყებული უთანხმოება, მკვლელობით დასრულდა -პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა.

ბრალდებული და მოკლული სოციალურ ქსელში დაწყებული უთანხმოების გარკვევის მიზნით ერთმანეთს დიდუბეში შეხვდნენ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კი ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მძიმე დანაშაული წერეთლის გამზირზე, 140 ნომერთან, ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სიტყვიერი კამათი მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და სწორედ ამ დროს, 21 წლის მამაკაცმა გამოიყენა ცივი იარაღი და არაერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანატოლს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მკვლელობა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მათ დაინახეს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა, რომელმაც ადგილზე დაკარგა გონება. მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა, მამაკაცი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ იმასაც, რომ შელაპარაკება დიდხანს არ გრძელდებოდა.

დამნაშავე მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება ცხელ კვალზე შეძლო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 21 წლის მამაკაცს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Cesko