“მანგრევს,როგორ დაიტირა დედამ გარდაცვლილი შვილი,უკან დასახევი გზა არ მქონდა..” – ნახეთ ნიკა წულუკიძის აღიარება

0
4248
21 Views

თეატრმცოდნესა და ტელეწამყვანს ნიკოლოზ წულუკიძეს 2022 წელს 2 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა. მცირეწლოვანი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა.

ტრაგიკულმა შემთხვევამ იმ დროს მთელი საქართველო შეძრა. ნიკოლოზი აღნიშნულ ტრაგედიაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა, თუმცა „იმედის კვირასთან“ მან თავის ცხოვრების უბედური შემთხვევაც გაიხსენა.

„ჩემი ტრაგედიის შემდეგ მინდოდა ჩემი თავის შესაძლებლობები გამეგო. რა დარჩა იქიდან, რაც იყო. ჩემმა ყოფამ მომადუნა, ნისლში გამხვია და კონცენტრაციის უნარი დამაკარგვინა. ამ მაგალითების თანაარსებობით მე ვაჩვენე, რა მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ისტორიაში ქართულ თეატრს.

პირველად რომ სცენაზე გამოვედი, ვიფიქრე – ვინ მეხვეწებოდა, რატომ ჩავიგდე თავი ამ დღეში, მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ მქონდა და მივყევი…. მივყევი და აი, ცოტა რომ გაქვს ნაპირამდე დარჩენილი, ან რომ მიხვალ და ან ვერა, ბოლო სუნთქვით რომ უნდა გაცურო… სამჯერ მქონდა განცდა, რომ ვეღარ ვაგრძელებდი. ვიფიქრე გავჩერდე, მაგრამ მაყურებელი ძალიან გეხმარება.

მანგრევს რომ მოდის ეს მომენტი, როცა ამაზე უნდა ვილაპარაკო, როგორ დაიტირა შვილის ტანსაცმელი დედამ, გადასახლებაში, თოვლზე გაფენილმა და როგორ ყმუოდნენ ძაღლები მასთან ერთად, ეს იყო გადასალახი ყოველ ჯერზე“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.

Cesko