32 Views
პოლიტიკური გაერთიანება „დროას“ ინფორმაციით, თელავში ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „დროას“ ერთ-ერთმა წევრმა თამთა გოგოლაძემ დაწერა.
არსებული ინფორმაციით, ხოშტარია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან თელავის პოლიციაში ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.
სწორედ ამ დროს მოხდა მისი დაკავება.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.