Anadolu: ბიულეტენების თითქმის 80%-ის დათვლის შემდეგ, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა ხმათა 50,5% მიიღო

0
205
194 Views

თურქეთის სამთავრობო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბიულეტენების 79,45%-ის დათვლის შემდეგ კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა ამომრჩეველთა ხმების 50,50% მიიღო. მეორე ადგილზე მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციის წარმომადგენელი ქემალ კილიჩდაროღლუა, რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 43,7%-მა დაუჭირა.

თუმცა, თავად კილიჩდაროღლუ მიიჩნევს, რომ არჩევნებს სწორედ ის იგებს. მან Twitter-ზე დაწერა „ჩვენ ვლიდერობთ“.

Cesko