21 Views
შაბათს, 13 მაისს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტოკოლონა დროზდის წყალსაცავის ნაპირას მდებარე „რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრის“ წინ შენიშნეს.
ინფორმაციას რამდენიმე მედია – euroradio და motolkohelp ავრცელებს.
მედია წერს, რომ ავტოკოლონის გამოჩენისას საავადმყოფოს შესასვლელები გადაკეტილი იყო, გზებზე კი უსაფრთხოების ძალები იყვნენ მობილიზებული.
შეგახსენებთ, ლუკაშენკო 9 მაისის ღონისძიებისთვის მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მან პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლუკაშენკო აღლუმზე შეუძლოდ გახდა.