22 Views
გერმანია უკრაინას კონტრშეტევის წინ 2,7 მლრდ ევროს შეიარაღებას მისცემს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, ეს შეიარაღების ყველაზე მასშტაბური პაკეტია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ. საუბარია უახლეს შეიარაღებაზე, რომელსაც კიევი რამდენიმე თვეში მიიღებს. ამ დახმარებაში შევა, სავარაუდოდ, ლეოპარდ-1 ტიპის 30 ტანკი, 4 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა IRIS-T-SLM და ასობით რაკეტა, 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder, 18 ჰაუბიცა, 200 უპილოტო საფრენი აპარატი,
100 ჯავშანმანქანა და 100 ავტომობილი ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის.
გერმანული მედიის ცნობით, მომდევნო დღეებში გერმანიაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი იგეგმება, სადაც ამ საკითხებზე საბოლოო შეთანხმება მოხდება.