(ვიდეო) გელა დაიაური მამა გახდა, გთხოვთ ყველამ მივულოცოთ

0
678
25 Views

პოეტი გელა დაიაური და მისი მეუღლე ეკა მანჩხაშვილი ვაჟის მშობლები გახდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გელა დაიაურის მეჯვარე, ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი წერს.

პატარა ვაჩე დაიაური თბილისში, საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა. ახალშობილი 3400 გრამს იწონის და 53 სანტიმეტრია.

შეგახსენებთ, რომ პოეტი გელა დაიაურს დაქორწინებამდე წარმოუდგენელი ოჯახი ტრაგედია შეემთხვა – ავტოავარიაში დაიღუპნენ მისი მეუღლე, მუსიკოსი თეონა ქუმსიშვილი და წყვილის ორი ვაჟი, დემეტრე და ჯარჯი.

მას შემდეგ გელა დაიაური მარტო ცხოვრობდა, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ის მეორედ დაქორწინდა. ფოტოები თავის რჩეულთან ერთად ეკა მანჩხაშვილმა გააზიარა. ეკამ და გელამ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს.

გელა დაიაური ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ თეოს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ მარტო ყოფნით დაიღალა და ჰყავს რჩეული:

„ის სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, აღარასდროს იქნება, თუმცა ცხოვრება გრძელდება… გადავწყვიტე, გავაგრძელო ცხოვრება. ძალიან კარგი ადამიანია. ამ ტრაგედიის მატარებელ ადამიანს რომ დაუდგები გვერდით, ე.ი. ძლიერი უნდა იყო. სიმარტოვემ დამღალა. არასდროს მიძებნია ვინმე, ვერც ვერავინ შეცვლის თეოს, მაგრამ დამღალა მარტო ყოფნამ…“

Cesko