სიკვდილი თაფლობის თვეში, მეხის გავარდნის ტოლფასი კოშმარი

0
307
20 Views

“ლანჩხუთის მოამბე” ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების შესახებ წერს:

“სიკვდილი თაფლობის თვეში. ლხინი ჭირად შეიცვალა, სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, თავზარდამცემ უბედურებაზეა ნათქვამი, რომელიც სუფსაში დოლიძეების ოჯახში დატრიალდა.

სულ ახლახან ოჯახმა გიორგის ქორწილი იზეიმა. ოჯახი კი არა, სოფელიც ხარობდა ლამაზი წყვილის შეუღლებით.

სადღესასწაულო განწყობა არ განელებულა დოლიძეების ოჯახში … და უცებ, მეხის გავარდნის ტოლფასი კოშმარი. თაფლობის თვეში, თაფლობის სარეცელზე, ჯერ კიდევ მეფის ამპლუაში, ლამაზი ვაჟკაცი გარდაცვლილი იპოვეს…

ცხოვრება მოულოდნელობით არის სავსე. ვინ იცის ბედისწერა ვის რას უმზადებს…

ასეა თუ ისე, სიკვდილი დადგა. გამორჩეულად მშვენიერი ახალგაზრდის აღსასრული, რომელმაც ბედნიერების სრული აღქმა ვერც კი გააცნობიერა ისე გადასახლდა ზეციურ საუფლოში. რჩეულს კი, ჯერ კიდევ ახალ პატარძალს, ქვრივობის მწარე ხვედრი არგუნა და ლამაზი საქორწინო სამოსი ძაძით შეუცვალა…

არაფერი რომ არ ვთქვათ, დედაზე, რომლის სიცოცხლე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გახდა.

გაზეთ „ლანჩხუთის მოამბე“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

წყარო:ექსკლუზივი

Cesko