აქტივისტი დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის მისი მოგზაურობებისას საქართველოს აეროპორტში შეფერხებას ეხება.
„მარტის აქციების შემდეგ საქართველოს აეროპორტში შემოსვლაზე და გასვლაზე მინიმუმ ნახევარი საათი მაყოვნებს საპასპორტო კონტროლი და მიზეზად ის მოჰყავს ყოველ ჯერზე, რომ პროგრამა აგვიანებსო, მაშინ როდესაც სხვა მგზავრებს წამებში უშვებენ. შეიძლება ცოტა ხანში ჩემს სამშობლოშიც არ შემომიშვან, ვიღაც ბიძინას ბატონობის გამო, რომელიც სვავივით გლეჯს ადამიანებს. იქნებ ისიც თქვათ, შემთხვევით გაჩერებენ ყველა გზაზე, წინაც და უკანაცო… ბარემ დაგვაჭედეთ შუბლში ტყვია და აღსრულდება თქვენთვის საოცნებო რეპრესიები. თქვენ მე დებილი ხომ არ გგონივართ? გ ა ვ ი გ ე ! და ფეხებზე მკიდია! სულ ციხეშიც რომ ჩამსვათ, იქაც ვიპოვი ჩემს საქმეს. უკვე 2 წელია წიგნის დაწერა მინდა და დრო ვერ გამოვძებნე, ჩემს შემოქმედებითობას გამოადგება ისიც. მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ყველგან მოძებნის ბედნიერების წყაროს, ასე რომ უკან გაიკეთეთ თქვენი მინიშნებები! სულ რომ კანიდან გამოხვიდეთ, მაინც ვერ დამხევთ უკან. მე მთელი ქვეყნის მტრობასაც გავუძელი და უკან არ დამიხევია, ასე რომ მისამართი შეგეშალათ. დააყოვნეთ ლაჩრები და მხდალები, ისინი დაიხევენ უკან, მე არა!
ეს ამ ბრბომ არ იცის რა შანტაჟისტი რუსეთუმე ნაძირლებიც ხართ, თორემ გონზე მყოფი ადამიანები ყველაფერს კარგად ხვდება. რამდენს დააშანტაჟებთ? მალე ბრბოც გაიღვიძებს!“ , – წერს ის.