საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში. ნათესავმა ეჭვიანობის ნიადაგზე გოგოზე ხელკეტით, ელექტროშოკით იძალადა და მოკლა.
გარდაცვლილი მარიკა ბუთხუზია, რომელსაც პატარა შვილი ობლად დარჩა. ასევე ცნობილი ხდება ისიც, რომ მეუღლე რამდენიმე წლის წინ ავარიით დაეღუპა.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს და გოგოს ფოტოს ასაჯაროებს.
„კიდევ ერთი ტრაგედია… როგორ მენანები მარი მიწისთვის, მიწა დავაყარე გულზე ვინც შენ სიცოცხლე წაგართვა. ჩემი საუკეთესო მეგობარი. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი მარი, როგორ შემეცოდე ასე მხეცურად სასიკვდილოდ როგორ გაგიმეტა, მარი არც კი მჯერა, მარი მიყვარხარ, სულ იქნები ჩემ გულში, მარი”, – წერს ოჯახის ახლობელი.
ცნობისთვის, შსს-მ მომხდარზე უკვე დააკავა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით.