21 Views
ნიდერლანდების აეროპორტში 30 წლამდე ოთხი ქართველი დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი ისრაელში გაფრენას გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებით ცდილობდნენ.
გამოძიების დროს დადგინდა, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა ისრაელის პასპორტი ან რაიმე სახის ისრაელის სამგზავრო დოკუმენტი.
ისრაელში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქართველების მიერ გამოყენებული პასპორტის მონაცემები ეკუთვნოდა მათი ქვეყნის ოთხ მოქალაქეს, რომელთაგან ორი ცოცხალი აღარ არის.
მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.