“გაგრაში 33 წლის ჯეირან მარღანია 200 ათასი რუბლის გამო ჩაცხრილეს” – საქმის ახალი დეტალები

0
424
21 Views

აფხაზეთის ტერიტორიაზე, 33 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, დაღუპული საქართველოს მოქალაქეა.

ჯეირან მარღანია, რომელიც ორი დღის წინ გაუჩირდა, გარდაცვლილი გაგრის ტყეში ნახეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე ვერ ამბობს, იყო თუ არა ის საქართველოს მოქალაქე.

“მანქანა ჰყოლია სომეხთან შესაკეთებლად. ამ სომეხს მოუთხოვია მანქანის რაღაც ნაწილი, დეტალი რაღაც. ეს წამოსულა გალის მხარეს, ზუგდიდის მხარეს და ეს მიჰქონდა ახლა ამ ხელოსანისთვის. ამ ხელოსან დაურეკავს ამისთვის და უთქვამს, რომ ჩემი ვალი აქვს ვიღაც აფხაზსო, 200 ათასი რუბლი და რადგან შენც გაგრაში ხარ, წამოიყოლეო. სადღაც ამ გზაზე შეხვდა ამ აფხაზს და იქიდან ქრება ამ ბიჭის კვალი. იპოვეს ცხედარი 9 ტყვიით. ოღონდ ეს ცხედარიც დამალულივით ყოფილა, გადაფარებული ანჭრით და ტოტებით. მანქანა 3 კმ-ში უპოვიათ. ასე ამბობენო, რომ ის აფხაზი ნარკომანი იყოო და აფხაზიც დაკავებულია და სომეხიც დაკავებულიაო, მაგრამ ის აფხაზი ამბობს, რომ მე არ ვიციო, მე ფული მივეციდ ა წავიდაო, მერე რა მოხდა, ეგ მე არ ვიციო, – ყვება ერთ-ერთი ახლობელი.

კაცი სასიკვდილოდ, სავარაუდოდ, ნაცნობმა გაიმეტა. არსებული ცნობით, მიზეზი ვალი გახდა. ახალგაზრდა მამაკაცი ოკუპირებულ გალში დედასთან და 2 ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ბოლო პერიოდში კი თავს ტაქსის მძღოლობით ირჩენდა და გაგრაში მუშაობდა.
წყარო – “TV პირველი”

Cesko