რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

0
242
23 Views

რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე, საჰაერო იერიში მიიტანა.

თავდასხმა ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ქალაქ დნიპროში იერიშს ქალი და მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა. 3 ადამიანი დაიღუპა ქალაქ უმანში მას შემდეგ, რაც რაკეტები საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, აფეთქებები მოხდა ქალაქ კრემენჩუკსა და პოლტავაშიც.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, კიევში საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 რუსული რაკეტა და 2 დრონი ჩამოაგდო.

Cesko