23 წლის ემიგრანტი გარდაიცვალა – “შენი ოჯახი გლოვობს ნიკუშ, მხოლოდ ერთი რამე უნდათ, რომ დაბრუნდე… დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ”

0
335
19 Views

პოლონეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი, პოლონეთში, 23 წლის ნიკა ცუცქირიძე, გლოვობს ჩემი ლაგოდეხი. ნიკა დაბრუნდი! დაბრუნდი ისევ, გააბედნიერე დედა, ის დედა, რომელიც ახლა შენს ცხედარს ელოდება ცრემლიანი თვალებით. დგას და მოგტირის შავებში მოწყობილი დედა… დედა რომელსაც გულის ნაწილი მოსწყვიტეს… დედა, რომელსაც შვილი მოუკვდა, შვილი, რომელსაც ზრდიდა, რომელიც გაზარდა ვაჟკაცად დიდი გეგმებით.

შენი ოჯახი გლოვობს ნიკუშ, მხოლოდ ერთი რამე უნდათ, რომ დაბრუნდე… დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ“, – წერს შოთო სიხარულიძე.

Cesko