21 Views
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ვიზიტის დროს, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია.
ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” გააზიარა „პოლიტიკოს” სტატია, სადაც იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინის ადგილი ნატო-შია.
„რა?!”, – დაწერა ორბანმა „ტვიტერში”.
ორბანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში უკრაინას „ფინანსურად არარსებული” ქვეყანა უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე, ომი მაშინვე დასრულდება.
გუშინ, კიევში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსის ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება.