“ხელები შორს კვარასგან, აქამდე მისი წყალობით მოვედით” – ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კვარაცხელია გაამხნევა

0
316
24 Views

იტალიელი ჟურნალისტი ანა ტრიესტე „ნაპოლისა“ და „მილანის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის გუშინდელი მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკას გამოეხმაურა.

მან ხვიჩას სოლიდარობა გამოუცხადა.

“ხელები შორს კვარაცხელიასგან! კი ბატონო, მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა თუ ამ საღამომდე მოვედით და რაღაც დონეზე ვიოცნებეთ, ეს პირველ რიგში მისი დამსახურებაა” , – აღნიშნა ტრიესტემ.

შეგახსენებთ, გუშინდელი შეხვედრა ნეაპოლში ფრედ, 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ ლიგას გამოეთიშა, რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული.
კვარაცხელიამ 81-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

Cesko