„ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, წარმოთქვამს მარცვლებს…“ – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია ცოტნეზე

0
352
22 Views

პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში ძმასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ამასთან პასუხობს კითხვას, თუ როგორია ამჯერად ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„ცოტნესთან ერთად, რამდენიმე წლის წინ. ამ დღეს განვიხილეთ კონსტანტინე გამსახურდიას აბაშის სახლ-მუზეუმის განახლების საკითხი,“ – წერს კონსტანტინე და რამდენიმე წლის წინ გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს.

„რეაბილიტაციის პროცესში ჩართულნი არიან: ფიზიოთერაპევტები, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, მასაჟისტი, კინეზოთერაპევტი.

იტარებს ანტიეპილეფსიურ მკურნალობას, რომლის დოზირება თანდათან მცირდება. აგრეთვე, გარკვეული პერიოდულობით იტარებს ბოტოქსოთერაპიას. იმყოფება ეპილეპტოლოგის, ნევროლოგის, რეაბილიტოლოგის, კარდიოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პერიოდულად, პროცესში ერთვება ინფექციონისტი პრევენციულ მონიტორინგის მიზნით.

ამ ეტაპზე ცოტნე ასრულებს ოთხივე კიდურის მცირე მოძრაობებს, მარტივ დავალებებს, წარმოთქვამს მარცვლებს და გამოხატავს ემოციებს. თვალებით და ხელისმოჭერით ცდილობს გამოხატოს საკუთარი ნება,“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

Cesko