15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

0
219
21 Views

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დროა შეისვენოთ და სამომავლო გეგმები შეადგინოთ. პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველ შედეგს უმოკლეს დროში მიაღწიოთ. რთულ სიტუაციაში ინტუიციას ენდეთ, მაგრამ წარსული შეცდომები არ დაივიწყოთ.

კურო

შეიძლება მტკივნეული პრობლემები მოაგვაროთ, რასაც ამ დღემდე ვერ ახერხებდით. გილოცავთ, ახლა ძველი საქმეების დასრულება და ახლების დაწყება შეგიძლიათ. გირჩევთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და შესაძლო რისკები გათვალოთ. ცხოვრებაში ცვლილებებისა და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ – ისინი თქვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს და ბედნიერს გახდის.

ტყუპები

გრძნობთ, რომ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დადგა და ამისთვის მზად ხართ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას – ამ დღეს ყველა მოქმედება კარგად გააზრებული უნდა იყოს. ამ დღეს მეგობრების რჩევამ შეიძლება იმაზე მეტი პრობლემა შეგიქმნათ, ვიდრე აქამდე გქონდათ, ამიტომ მხოლოდ თქვენს შინაგან ხმას უნდა უსმინოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს პარტნიორების ან კოლეგების იმედად არ უნდა დარჩეთ – მათმა უპასუხისმგებლობამ შეიძლება გეგმების შეცვლა და ამ დღეს დაგეგმილი საქმეების სამომავლოდ გადადება გაიძულოთ. მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტამდე გირჩევთ, მოსალოდნელი შედეგები და რისკები შეაფასოთ. თუ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება გიჭირთ, რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ.

ლომი

ამ დღეს სურვილსა და მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. სასურველია, რომ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და საქმე დღის პირველ ნახევარში დანიშნოთ, საღამო კი პირად ცხოვრებას დაუთმოთ. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ, რომ შემთხვევით ახლობელი ადამიანი არ გაანაწყენოთ.

ქალწული

დროა, გატკეპნილი ბილიკიდან გადაუხვიოთ და არასტანდარტული აზროვნება ისწავლოთ. ასეთი მიდგომა პრობლემის სწრაფად და ეფექტურად მოგვარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუფიქრებელი საქციელის გამო შეიძლება ძალიან დიდხანს ინანოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სიამოვნებას და სარგებელს მოგიტანთ. სავარაუდოდ, ახლად გაცნობილი ადამიანი პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ახლობელი ადამიანის კრიტიკულ შენიშვნაზე ან კომენტარზე არ გაღიზიანდეთ და უბრალოდ, ცნობად მიიღოთ.

მორიელი

რთული კვირის შემდეგ შესაძლოა, დაღლილობა იგრძნოთ. ასეთი განწყობით მუშაობას პაუზის აღება და დასვენება სჯობს. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის ან ოჯახთან ერთად დასვენებისთვის. სტრესის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, დამშვიდდეთ და ძალები აღიდგინოთ.

მშვილდოსანი

წარმატებული დღე გელით. გირჩევთ პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და კეთილგანწყობა რთულ საქმეებში წინსვლისა და საკუთარ ცხოვრებაში პოზიტივის შემოტანისთვის გამოიყენოთ. გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც დისკომფორტს გიქმნით და განვითარებაში ხელს გიშლით.

თხის რქა

დილიდან უამრავი საქმე და საზრუნავი გელით. ყველა საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება უამრავი შეცდომა გამოიწვიოს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებიდან უნდა დაიწყოთ. ენერგიულობისა და სწორად შერჩეული სტრატეგიის წყალობით, ამ დღეს ყველა საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით.

მერწყული

ახალი შეხვედრები და ურთიერთობები ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. პირად ურთიერთობებში გადამწყვეტი ეტაპი დგება – საყვარელ ადამიანებთან შეიძლება ყველა სადავო საკითხი მოაგვაროთ, პროფესიულ საქმიანობაში კი მოგებიანი პროექტებისთვის საინტერესო იდეები მიიღოთ.

თევზები

ამ დღეს ყველაზე მეტად მხარდაჭერა და თანაგრძნობა გჭირდებათ. გაატარეთ ეს დღე იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც თქვენი ესმით. ეცადეთ კოლეგებსა თუ ბიზნესპარტნიორებს შორის ახალი მოკავშირეები იპოვოთ. ამ დღეს ბედი უდიდესი წარმატების შანსს გთავაზობთ, მთავარია, რომ ის დროულად შენიშნოთ.

Cesko