ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“სოროსს და სოროსელებს დავუპირისპირდები – რუსეთუმე ხარო ‼️‼️‼️
ოცნებას გავაკრიტიკებ – პრო-ამერიკელი ხარო ‼️‼️‼️
ნაცებს დავუპირისპირდები – ოცნებასთან ხარ შეკრულიო ‼️
რუსეთის ოკუპაციას დავუპირისპირდები – ააა ამერიკელებმა იყიდესო ‼️‼️‼️
ლიბერასტებს გავაკრიტიკებ – ფაშისტი არისო ‼️‼️‼️
მორალს,ზნეობას, ტრადიციებს დავიცავ – ჰომოფობია ხომ ვამბობდითო ‼️
ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტრებს შევებრძოლები – შავრაზმელების იდეებს იზიარებსო ‼️‼️‼️
მურუსიძე-ჩინჩალაძის უკანონო სასამართლოს ვამხელ – ლიბერალური ოპოზიციის ნარატივს ავრცელებსო ‼️‼️‼️
დავით აღმაშენებლის ძეგლის აღმართვა მოვითხოვე – ომის დაწყება უნდაო ‼️
მოკლედ ჩამოყალიბდით – პრო-ამერიკელი ვარ , ნაცისტი , რუსეთუმე , ოცნებისტი , ჰომოფობი , ლიბერალური-ოპოზიციის მოკავშირე, შავრაზმელი თუ თალიბანის მებრძოლი ‼️
თავად ხომ ხვდებით თუ რა აბსურდში ცხოვრობთ , თავად სულგაყიდული-მანქურთები როგორ ცდილობთ სხვას ცილი დაწამოთ, სიცრუეში იცხოვროთ და სამშობლოს უღალატოთ ⁉️
სიმართლე გაინტერესებთ თუ ვინ ვარ ⁉️⁉️⁉️
გეტყვით – ქ ა რ თ ვ ე ლ ი ვარ , ქ ა რ თ ვ ე ლ ი ი ი ი ‼️
ქართველი ვარ ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე ‼️
ზვიადელი ვარ ‼️
ზვიადის და მერაბის გვერდით გაზრდილი – მათი იდეების ერთგული ‼️
1989 წლის 9 აპრილის მონაწილე ‼️
1991 წლის დეკემბერში კანონიერი ხელისუფლების დამცველი ჯარისკაცი ‼️‼️‼️
არც ჩრდილოეთის მონა ვარ , არც აღმოსავლეთის , არც დასავლეთის და არც სამხრეთის – თავისუფალ საქართველოზე მეოცნებედ დავრჩი – აი ისეთ საქართველოზე დიდ ილია რომ ოცნებობდა ——- “ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს “ ‼️‼️‼️”