“არ სურდა რომ წავსულიყავი და ამიტომ..” – ეს ნუცას აქამდე არასდროს უთქვამს – ნახეთ რას ყვება ნუცა ბუზალაძე პირადზე და ყავს თუ არა შეყვარებული

0
922
21 Views

ნუცა ბუზალაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, სადაც სიყვარულისა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

ნუცა აღნიშნავს, რომ შეყვარებულის როლში სრულიად სხვანაირი, რბილი და ძალიან თბილია.

„ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვარ…ცხოვრებაში სულ ორჯერ მიყვარდა. პირველი სიყვარული ნამდვილი იყო…შეყვარებული ძალიან საყვარელი ვარ, სულ სხვანაირი ენერგია მაქვს. სიყვარულში არაფრისთვის არ ვიბრძვი. ძალიან რბილი და თბილი ვარ. აბსოლუტურად სხვანაირი ვარ, ვიდრე კარიერაში. რამდენიმე დათმობაზე წავსულვარ, თუმცა საბოლოო წერტილი არსებობს, რომლის მერეც შეიძლება გადამეკეტოს.

მაგალითად, წარმოიდგინე, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ და შემომთავაზონ რაიმე დიდი პროექტი, რომლის მიხედვით 1 წელი უნდა ვიყო სტუდიაში. მერე კონცერტები და ტურნეები, რაც მე ძალიან მიყვარს. ამ დროს რომ მყავდეს შეყვარებული, რომელიც მეუბნება, რომ ნუცა, შენ ამას ვერ გააკეთებ. ამ დროს მერთვება აბსოლუტურად სხვანაირი ხასიათი. ასეთი შემთხვევა მქონია, მაგალითად ერთხელ იტალიაში დამპატიჟეს, რაღაც ღონისძიებაზე უნდა მემღერა და არ სურდა, რომ წავსულიყავი.

ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი, არ უნდა იყოს ჩემნაირი ხასიათის. ვისურვებდი ყოფილიყო ჩუმი, არ უყვარდეს გამოჩენა საზოგადოებაში. მე იმდენად მიყვარს ყურადღება და ხმაური, რომ მინდა ეს ყველაფერი დააბალანსოს. ასევე არ მინდა, რომ ჩემი ასაკის იყოს, ვისურვებდი 2 ან 4 წლით უფროსს”, – საუბრობს ნუცა ბუზალაძე.

Cesko