24 Views
კრემლის პრეს-სპიკერს დიმიტრი პესკოვს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, განიხილავს თუ არა რუსეთი პარიზის სამშვიდობო გეგმას უკრაინასთან დაკავშირებით, თუ ფრანგული მხარე ასეთს წარადგენს.
ამაზე პასუხად, პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური პარიზი შუამავლის როლში ვერ წარმოუდგენია, რადგან ის უკრაინის მხარეზეა.
„ჯერჯერობით რთული წარმოსადგენია რაიმე მედიაციის ძალისხმევა [მათი მხრიდან]. პარიზს ახლა გაუჭირდება შუამავლის როლის მორგება, რადგან საფრანგეთს ფაქტობრივად, კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის მხარე უჭირავს. ამას გარდა, ის ირიბად და პირდაპირ არის ჩართული ამ კონფლიქტში უკრაინის მხარეს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.