“ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. შვილებს რაღას ერჩით, ან შვილიშვილებს” – სეისმოლოგი თეა გოდოლაძე საგანგაშო განცხადებას აკეთებს

0
2624
39 Views

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს არის თუ არა რიკოთის მაგისტრალზე მოძრაობა სიცოცხლისთვის საშიში.

“მოკლედ, რიკოთის მაგისტრალზე, სეისმური საშიშროება შეფასებული არ არის. ისევ, ჩვენი 24 წლის წინანდელი ნაშრომის მიმოხილვაა გადამღერებული. ეს უნდა შეწყდეს, თორემ ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. შვილებს რაღას ერჩით, ან შვილიშვილებს.
მივმართავ თბილისის მერიას. დავწერ ოფიციალურ წერილსაც. თურქეთის მიწისძვრის შემდეგ, კომპანიებს სეისმური კვლევა დაავალეს. დაფაცურდნენ ეს კომპანიები. ნაწილი გონზე არაა რას ითხოვს ან მერია, ან კანონი. მიწისძვრის სიმძლავრის ხელოვნური დაწევის რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ. აქაც, ფურცლის მიტანაზე დაყავთ ყველაფერი. ნაკლები სიმძლავრე, ნაკლები არმატურა და ხარჯი. აი ასე, მოკლე ჭკუით აკეთებენ. წაიღეთ მერე სასამართლოში ჰა, მოსამართლეც ძალიან არ ერკვეოდეს ახლა, ვინ სად და რატომ დაარტყა ბეჭედი ყალბ კვლევას. ინჟინრები (ყველა არა, რა თქმა უნდა)ვერ ერკვევიან გრუნტზე მორგებულ აქსელერეროგრამებში, მოსამართლემ რა უნდა გაარკვიოს.” – წერს გოდოლაძე

Cesko