“თქვენ ერთმანეთზე მეტად არავინ უნდა გიყვარდეთ. შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ…” – მამა შალვა კეკელია

0
526
19 Views

“თქვენ ერთმანეთზე მეტად არავინ არ უნდა გიყვარდეთ. შვილიც კი არ უნდა გიყვარდეს შენს მეუღლეზე მეტად, არც მშობელი, არც არავინ. განა ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი არ გიყვარს ან შვილი, პირიქით, ცოლქმრული სიყვარულის შემდეგ​ უფრო მეტად გიყვარს შენი მშობელი, შენი შვილი. შენი სიყვარული ღმერთით იწყება. საზომი სიყვარულისა არის ღმერთი. ადამიანი უნდა გიყვარდეს ღმერთიდან. როდესაც ადამიანი ღმერთიდან გიყვარს, ის სხვანაირად გიყვარს. მშობლებს ემართებათ ხოლმე შვილების მიმართ ეგოიზმი. როდესაც შენ გიყვარს შენი შვილი შენი შვილისთვის, როდესაც შენი მეუღლე გიყვარს შენი მეუღლისთვის, მაშინ შენ მარტივად შეგიძლია ეს ყველაფერი დათმო, რომ მისთვის იცხოვრო. ადამიანი რომ გარდაიცვლება, თუ დაკვირვებიხართ, როგორ ტირიან ადამიანები, „აწი მე რაღა მეშველება?!“ – ყველა ამას ამბობს. შენ როგორ ხარო, კი არავინ კითხულობს. ჩვენ რა გვეშველება, ჩვენ როგორ ვიქნებით შენ გარეშე, შენ რომ აღარ მეყოლები, მე რა ვქნაო, ამას ამბობენ. ​თავისთვის სჭირდებოდა ადამიანს მეუღლე, მამა, დედაც, ძმაც. მე კი არ მინდოდა, რომ მისთვის გამეღო თავი. ამიტომაც, მე რაღა მეშველებაო, ვამბობთ ყველაფერში”

ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემა “განთიადში” სტუმრობისას ისაუბრა.

Cesko