22 Views
მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ გადაცემა “ღამის კურიერში”თქვა, რომ მისი პირველი მეუღლე მასზე ძალადობდა.
“მე ამაზე არა ერთხელ მისაუბრია, რომ ჩემი მრავალქორწინებებიდან, ჩემი პირველი ქორწინება, როდესაც მე ვიყავი 17 წლის იყო, ძალიან, ძალიან ძალადობით აღსავსე. ეს პირველი ქმარი მოძალადე იყო, ის მცემდა, გავრბოდი, მეც ცოტა ვურტყამდი კიდევაც. დახმარება ვისგან უნდა მეთხოვა, მცხვენოდა რომ ვინმესთვის მეთქვა.
ყველას ძალიან უყვარს ფილმი “ფესვები” ჩემი მონაწილეობით და ის ღამის სცენა რატომ არის ღამე და წვიმა, იმიტომ რომ მე ღამით გავიპარე, რომ ფილმში გადამეღო. და როდესაც ამის შესახებ გაიგო, რომ ამ ფილმში ვითამაშე ერთი მაგარი მჟეჟა” – ამბობს ფარულავა.