“ძალიან ბევრი ვიტირე…” – რას წერს ნინი შერმადინი?

0
1859
31 Views

მომღერალი, ნინი შერმადინი სოცილურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც დედამისსა და კომპოზიტორ, მაიკო კჭკაჭიშვილს ეხება.

“დღეს ხარებაა, ყველაზე ლამაზი და ბედნიერი დღესასწაული, როდესაც მთავარ ანგელოზმა ახარა მარიამ ღვთიმშობელს, რომ იგი შობდა მაცხოვარს. დღეს მე მახარა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დედას ხსოვნისთვის სიმღერა. თითქოს ყველა სიტყვა, ფრაზა, მელოდია ჩემი გულიდან წაიკითხა… გენიოსია! ყველაზე უფრო დიდი თვისება რაც აქვს, ძალიან დიდი გული აქვს! მადლობა მაი… ძალიან ბევრი ვიტირე. რამდენი მადლობაც არ უნდა გადაგიხადო, ვერასდროს ეყოფა იმ გრძნობას, რაც შენ მე მაჩუქე დღეს. ჩემი ლამაზი ფისუნიას ხსოვნას უკვდავყოფს ეს უკიდეგანოდ მაგარი სიმღერა! მიყვარხარ! აი, ეს ის ემოციებია, რაც სიმღერის მოსმენის დროს დამემართა! მალე გამოვა და იმედია, ყველას შეგიყვარდებათ, ზუსტად ისეთივე ლამაზი, თბილი და ტკბილი სიმღერაა, როგორიც ჩემი ფუმფულა დედიკო იყო!

მაი, დიდი მადლობა ყველაფრისთვის “, – წერს შერმადინი.

Cesko