“საბუთების მოგროვება უკვე დაწყებულია”- როდის აპირებს პრეზიდენტი გვარამიას შეწყალებას?

0
1116
22 Views

როდის შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი “მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას – ეს კითხვა დიდი ხანია ტრიალებს პრეზიდენტის გარშემო, თუმცა თავს არიდებს და უპასუხოდ ტოვებს.

თუმცა, კითხვაზე: შეიწყალებს თუ არა გვარამიას? – არ გამორიცხავს და არც უარყოფს შესაძლო შეწყალებას.

“ალიას“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ამის გაკეთებას აღდგომის ან 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე აპირებს. მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ საბუთების მოგროვება უკვე დაწყებულია და მთავარი ის იქნება, გვარამიამ შეწყალების აქტზე ხელი მოაწეროს.

ის, რომ პატიმარი თავად არ დაწერს შეწყალებას, ყველამ იცის, მაგრამ ვალდებული იქნება, პრეზიდენტის შეწყალების აქტს ხელმოწერით დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ გამოუშვებენ.

ეს ყველაფერი “ოცნების“ ლიდერებმაც კარგად იციან და პრეზიდენტზე აუცილებლად იტყვიან, რომ მან სისხლის სამართლის დამნაშავე შეიწყალა, თუმცა აქედანვე ცნობილია, რომ ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებას დასავლეთი ტაშს დაუკრავს.

Cesko