Bloomberg: იენს სტოლტენბერგმა ნატოს წევრ ქვეყნებს ყოველწლიურად უკრაინისთვის 500-500 მილიონი ევროს გამოყოფა სთხოვა

0
264
22 Views

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრ ქვეყნებს ყოველწლიურად უკრაინისთვის 500-500 მილიონი ევროს გამოყოფა სთხოვა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი იტყობინება.

მისი ინფორმაციით, უკრაინის დახმარების კომპლექსური პაკეტის მეშვეობით ქვეყანა იღებს საწვავს, დამცავ აღჭურვილობას და სხვა არალეტალურ მოკლევადიან დახმარებას. როგორც Bloomberg-ისთვის გახდა ცნობილი, სტოლტენბერგის წინადადების დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან დახმარების საერთო მოცულობამ 150 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

Cesko