მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონზე: ბოლო პერიოდში ეს ადამიანი გამოირჩევა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით

0
304
124 Views

ბოლო პერიოდში ეს ადამიანი ძალიან გამოირჩევა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე საუბრისას.

„მაგალითად გვახსოვს, 7 მარტს, როცა აქცია დაიწყო, [პროცესებს] ასე გამოეხმაურა – მაიდანს მაგონებს ეს ყველაფერიო, თითქოს რაღაც სასურველი დაინახა, თორემ ობიექტურად არავითარი პარალელის გავლების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ამის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და მივიდა შინაარსობრივად აბსოლუტურად გაუგებარ აქციაზე. რაც შეეხება იქ გაკეთებულ განცხადებებს – ესეც უცნაურად გამოიყურება, რადგან, თუ ეგულება ვინმე სხვა, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და მიაწვდის ინფორმაციას სამართალდამცველ უწყებებს, ვფიქრობ არ იქნება გაუმართლებელი რეაგირება. ვინც იდენტიფიცირებულია და ვისზეც ოპოზიცია ამბობდა სუს-ისგან მართული ადამიანები იყვნენო, აღმოჩნდა, რომ მათგან მართული და მხარდაჭერილი ადამიანები იყვნენ. მოკლედ, ძალაუნებურად ასეთ უცნაურობებში გაეხვა ჩვენი ოპოზიცია და საკუთარი სურვილით ეხვევა ამ უცნაურობებში ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

Cesko