56 Views
შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს მის ევროატლანტიკურ გზაზე და ეს არ გახლავთ მხოლოდ გზავნილი – ეს დეკლარირებულია უმაღლეს სახელმწიფო დონეზე, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ალექს მუნმა აშშ-ში „ქრონიკას“ განუცხადა.
„საქართველო იმსახურებს მკაფიო მხარდაჭერას დასავლეთისგან და ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ევროპისგან ამის კიდევ ერთხელ ხაზგასმა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში“, – განაცხადა მუნმა.