“ამოარჩიეს გოთი ბიჭი, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციით ახალგაზრდების გატეხვა სცადონ” – თამარ ჩერგოლეიშვილი

0
360
47 Views

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი 7-9 მარტის მოვლენების გამო აქტივისტის დაკავებას ეხმაურება და წერს:

“ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებით ახალ კრიზისს გამოიწვევს ოცნება.

p.s. იციან რომ წინ განსაცდელი ელით, და ახლავე უნდათ წინააღმდეგობის გატეხვა.

ამიტომ ამოარჩიეს გოთი ბიჭი, რომ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციით ახალგაზრდების გატეხვა სცადონ.
გვახსოვდეს ბელარუსი და არ დავანებოთ”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 7-8 მარტის აქციებზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში მამის მიმართ ძალადობაზე ნასამართლევი, ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.

Cesko