მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე რეაგირებს გათავისუფლებით

0
270
36 Views

ვთქვათ, ნაცმოძრაობის აქტივისტი ხარ და გჯერა, რომ სააკაშვილს მართლაც არ შეუძლია ჭამა, მარტივი კითხვაა – რატომ არ იღებს სხვა სამედიცინო მომსახურებას? მაგალითად, გადასხმებით რატომ არ იღებს იმ კალორაჟს, რაც მარტივი შესაძლებელია სამედიცინო თვალსაზრისით?!, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„შესაბამისად, ეს არის მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ ის თვითდაზიანებას გათავისუფლების იმედად აგრძელებს. მარტივად შეუძლია ყველას კითხვა დასვას, რატომ არ იკეთებს ის გადასხმას. ხომ ყველამ იცის, რომ გადასხმას გაიკეთებს და პრობლემა არ ექნება, რომც ვერ ჭამდეს. სინამდვილეში, ჭამაც შეუძლია, მაგრამ კალორაჟს არ იღებს თვითდაზიანების მიზნით. მსოფლიოში არ არსებობს პენიტენციური სისტემა, რომელიც თვითდაზიანებაზე რეაგირებს მაგალითად გათავისუფლებით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Cesko