„წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო ამაზე…“ – რას აქვეყნებს სალომე სამადაშვილი

0
281
24 Views

„ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში დოკუმენტს აქვეყნებს და წერს:

„წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო ამაზე, მაგრამ ძალიან მეზარება დროის კარგვა.
პარლამენტში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მე პასუხისმგებლები ვიყავი ჩემდამი დაქვემდებარებულ საელჩოში დაკარგულ ნახატზე, რომლის ავტორიც იყო ე.კალანდაძე.
ამ ცილისწამების პასუხად, ქალბატონ წულუკიანს გაეგზავნე წერილი შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნით. თვეების დაგვიანებით, წულუკიანის სამინისტრო მპასუხობს და მაცნობებს, რომ აღნიშნული ნახატი 1993 წელს გადაეცა საელჩოს დროებით სარგებლობაში და უნდა დაბრუნებულიუო მუზეუმში, მაგრამ არ დაბრუნდა. :):):)
მე კი, წლების შემდეგ, აღწერა რომ ჩატარდა, მიცნობებია სამინისტროსთვის, რომ საელჩოს ბალანსზე არის აყვანილი ნახატი, რომელიც წესით არის კალანდაძის, მაგრამ ზედ ხელმოწერა არა აქვს-ანუ უცნობია, რა ნახატია.
ქალბატონო თეა, თავში ტვინის ნაცვლად ბოროტება რომ არ გქონდეთ, მიხვდებოდით, რომ:
1. 1993 წელს მე ვსწავლობდი თბილისის პირველ საშუალო სკოლაში.
2. ბრიუსელში ელჩის თანამდებობაზე სამუშაოდ ჩავედი 2005 წლის ბოლოს-რაც ჩამაბარეს, ის ჩავიბარე და აღწერის დროს რომ ვერ დადგინდა ნახატი ნამდვილად ავტორს ეკუთვნოდა თუ არა, ვაცნობე ამის შესახებ სამინისტროს.
3. 1993 წელს ბრიუსელში ელჩი ახლა კარასინთან რომ დადის ის კაცი იყო-ზურაბ აბაშიძე (მე მის შემდეგ მესამე ‘ თაობის’ ელჩი ვარ.)
აბაშიძის ტელეფონი გექნებათ, დაურეკეთ და გაარკვიეთ, რა ჩაიბარა 1993 წელს, რა დააბრუნა და რა დაიტოვა.
მომავალში, სანამ კიდევ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით.
არ გიჩივლებთ ახლა, თუმცა იმსახურებთ, მეზარება თქვენზე ჩემი ძვირფასი დროის ხარჯვა.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
Cesko