ია მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაქცევას და ყველაფერს აკეთებს, როგორმე ხელი შეუშალოს ქვეყანას, რომ წინ არ წავიდეს

0
407
24 Views

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ნორვეგიის საელჩოსთან აქციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა, არის შეურაცხყოფა და დაცინვა იმ ოჯახების, რომლებიც სააკაშვილმა გაანადგურა.

„დღეს ბედავენ კიდევ და რეჟიმს ეძახიან დღევანდელ ლოიალურ ხელისუფლებას. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმის გამო, რაც აქვთ ჩადენილი. აუტანელი და გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანა ვეღარ ვითარდება, წინ ვეღარ მიდის, რადგან ბოროტი ძალა, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე აგრძელებს ქვეყნის დაქცევას და ყველაფერს აკეთებს, როგორ შეუშალოს ხელი ქვეყანას, რომ წინ არ წავიდეს. პირდაპირ ომი უნდათ, რომ დაიწყოს ქვეყანაში, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ როგორმე მეორე ფრონტი გახსნან აქ და წარმოიდგინეთ, რა გველის. მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ეს აღარ და ვეღარ გაბედონ.

რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, ეს არის საზოგადოებისა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, მინდა, მივმართო საელჩოს, თუ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, გამოვიდეს ნორვეგიის ელჩი და აგვიხსნას, რა მოხდა. ვინც ეს სიგელი გადასცა სააკაშვილს ვითომ ადამიანების უფლებების დამცველს, ეს ხომ ცინიზმია. გაგვანადგურეს, ოჯახები ამოგვიწყვიტეს, 165 ბიჭი ქუჩაში ჰყავთ დახვრეტილი. როგორც შეიძლება, დაგვავიწყდეს იური ვაზაგაშილი, მამა დააკლეს შვილის საფლავზე, ამაზე დიდი საშინელება ვის შეიძლებოდა, გაეკეთებინა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ნორვეგიის საელჩოსთან მიხელ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულების ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

Cesko