პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

0
292
24 Views

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დიმიტრიოს კარაბალისს მისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ქართული მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო წარმომადგენლობისა და ობიექტური ინფორმაციის წყაროს მნიშვნელობას. აღინიშნა აგრეთვე ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგობის გამო, მისიას არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულად განხორციელების და ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის შესაძლებლობა.

დიმიტრიოს კარაბალისმა პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მისიის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ 2022 წლის დეკემბერში მანდატის ორი წლით გახანგრძლივებით, ევროკავშირი კვლავ აგრძელებს რეგიონულ სტაბილურობაში წვლილის შეტანას.

ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

Cesko