მარიკა ბაკურაძე: რამდენიმე წლის წინ თავად ბუბა კუდავას ვიცავდი, როცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. ისე შემიძლია დავიცვა ყველა და უკვე ჩემი თავიც

0
341
25 Views

უსამართლობის განცდა არ მინდოდა დარჩენილიყო არც ჩემი მიმართულებით და თუ განვაზოგადებთ ამ თემას – არცერთი მიმართულებით. რამდენიმე წლის წინ თავად ბუბა კუდავას ვიცავდი, როცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. ისე შემიძლია დავიცვა ყველა და უკვე ჩემი თავიც, – ამის შესახებ, ჟურნალისტმა, „იმედის“ წამყვანმა მარიკა ბაკურაძემ განაცხადა.

„ერთადერთი არგუმენტი, რასაც გამომცემლობის მხარე დღემდე აფიქსირებს, ეს არის მათი უკმაყოფილება ჩემი მოუცლელი რეჟიმის გამო, რომ ისინი ჩემი მუშაობის ხარისხით არ არიან კმაყოფილები. მაგრამ ეს თუ ასეა მე ხომ უნდა მცოდნოდა ან შემჩნეოდა ჩვენი მუშაობის გრაფიკს?! უსამართლობის განცდა არ მინდოდა დარჩენილიყო არც ჩემი მიმართულებით და ჩემს შემთხვევაში თუ განვაზოგადებთ ამ თემას, არცერთი მიმართულებით. ამის ერთ-ერთი მაგალითია თავად ბუბა კუდავას შემთხვევა რამდენიმე წლის წინ, მგონი 2017-ში, გაათავისუფლეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან. მეც ვერ ვეგუებოდი ამ უსამართლო გადაწყვეტილებას და ვიდექი აქციაზე, ვაპროტესტებდი, „იმედშიც“ ვმუშაობდი და აქციაზეც ვიდექი. როგორც მას ვიცავდი, ისე შემიძლია დავიცვა ყველა, ვისაც მე მივიჩნევ, რომ უსამართლო გადაწყვეტილების მსხვერპლია და უკვე ჩემი თავიც“,- აღნიშნა მარიკა ბაკურაძემ.

მარიკა ბაკურაძე, „ინტელექტის“ და „არტანუჯის“ თანამშრომელი აღარ არის. ჟურნალისტის თქმით, 15-წლიანი თანამშრომლობა გამომცემლობებიდან მიღებული ერთი მესიჯით შეწყდა.

Cesko