41 Views
გერმანიაში მასშტაბიანი სატრანსპორტო გაფიცვა დაიწყო. მასში მონაწილეობას აეროპორტების, სარკინიგზო სისტემის, პორტების თანამშრომლები და ავტობუსების მძღოლები იღებენ. საყოველთაო 24-საათიანი გაფიცვის გამო ქვეყნის მასშტაბით გართულებულია გადაადგილება.
ქვეყნის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები დასაქმებულებისთვის ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მიმდინარე გაფიცვა ქვეყნის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.