25 Views
რუსეთის ექსპრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მართებულად მიიჩნევს იმ ნამუშევრების პირატული ასლების ჩამოტვირთვას და ინტერნეტით გავრცელებას, რომლებიც დასავლელი საავტორო უფლებების მფლობელების გადაწყვეტილებით, რუსეთში მიუწვდომელი გახდა. ამის შესახებ პროკრემლისტური მედიასაშუალება TASS-ი ტელეგრამ არხზე იტყობინება.
„იცით რა? მოძებნე მეკობრეობის გზები და ჩამოტვირთეთ მათგან. თუ დაგვტოვა, ყველანაირმა „ნეტფლიქსებმა“ და სხვამ, მაშინ ჩვენ გადმოვწერთ ყველაფერს, გამოვიყენებთ უფასოდ. გავავრცელოთ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში, იმისთვის რომ მათ მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ და გაკოტრდნენ“, – აცხადებს მედვედევი.