რა ჰქვია ამ საქციელს? – თაკო ჩარკვიანი ხატია დეკანოიძეს

0
751
19 Views

გუშინ ხატია დეკანოიძემ რომ ისაუბრა “მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო” ჰოდა მერაბიშვილის მინისტრის მოადგილე ხომ იყო ხატია მაშინ ,პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი, არა ვერ გავატარებდი ახალა ამას, მე დანაშაულიც მახსოვს და აქტიური ყველა მონაწილე ამ სისტემის, ერთი სიტყვა მაინც ხომ უნდა გეთქვა მაშინ ამ სისტემურ დანაშაულზე?? ან გირგვლიანის საქმეზე?? ეს რა არის და რა ჰქვია ამ საქციელს? – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ხატია დეკანოიძის მიერ მერაბიშვილის დროს მომხდარ სისტემურ დანაშაულებზე საუბარმა მასში გაოცება და ღიმილი გამოიწვია. მისივე თქმით, დეკანოიძის მსგავსად მოქმედი პოლიტიკოსები საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენას უწყობენ ხელს, ვინაიდან მას, თანამდებობაზე ყოფნის დროს არაფერი უთქვამს წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, ახლა კი, ცდილობს ყველაფერი სხვას გადააბრალოს. „

მე , როგორც ყოფილი ხელისუფლების დროს ოპოზიციაში მყოფი ჩემთვის ვიხსენებდი იმ პერიოდს, გუშინ ხატია დეკანოიძემ , რომ ისაუბრა ” მერაბიშვილის დროს სისტემური დანაშაულებები იყოო” ჰოდა მერაბიშვილის მინისტრის მოადგილე ხომ იყო ხატია მაშინ ,პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი, არა ვერ გავატარებდი ახალა ამას, მე დანაშაულიც მახსოვს და აქტიური ყველა მონაწილე ამ სისტემის, ერთი სიტყვა მაინც ხომ უნდა გეთქვა მაშინ ამ სისტემურ დანაშაულზე?? ან გირგვლიანის საქმეზე?? ეს რა არის და რა ჰქვია ამ საქციელს? თუ ინანიებს კი ბატონო რაზეა საუბარი, მაგრამ ბრალი დასდო მაშინდელ შენს მინისტრს, მე “მაშინებენ” და მაძრწუნებენ ამ ტიპის პოლიტიკოსები ასეთი უტიფრობით და გულმავიწყობით.

მე ვინმეს წასვლა და “გადაადგილება”ნაკლებად მაინტერესებს ( სხვის პარტიაში კი არა, ჩვენს პარტიაში მაქვს სრული თავისუფლება) უბრალოდ ხატია დეკანოიძემ მერაბიშვილზე მოსაუბრემ, გაოცება და “ღიმილი” მომგვარა და ცოტა დავფიქრდი……მერე უკვირს მავანს, ნეტავ საიდან ჩნდება ნიჰილიზმი პოლიტიკოსების მიმართ ,კიდევ რომ უკვირს “ზოგიერთს”. შენს გაძლებას გაუმარჯოს ჩემო საქართველოვ, ცოტა მეც “ქე” მინდა ეგ “გაძლება” ვუსურვო ჩემს თავს .

წავალ ახლა ერთ ჭიქა ყავას დავლევ, ირმას მოვუსმენ და ვიფიქრებ ჩემს სამეგობროზე, მადლობა ღმერთს, რომ არიან ამ ქვეყნად და არ მგონია მაგრამ ღმერთი თუ გამიწყრა და “ამნაირი” თუ დამემართა , მაჯაზე ხელს რომ მომკიდებენ და მეტყვიან და შემახსენებენ : “ჰეი ჰეიიი , სიცოცხლე ამ სიბინძურედ არ ღირს”.

და მაინც- მონანიება შენანიება სხვაა , მხოლოდ სხვა დაადანაშაულო სხვა….. ახლა ვფიქრობ ერთი ხმა , სიტყვა, სადმე ნათქვამი გახსოვთ გსმენიათ მაშინდელ სისტემურ დანაშაულზე დეკანოიძის მხრიდან თქმული? არადა, როგორ გვჭირდებოდა და ყველასთვის, რა სასარგებლო -როგორი სასარგებლო იქნებოდა მაშინ -იმ წლებში ,თუნდაც ერთი დემოკრატიული სიტყვა მაღალი თანამდებობის პირიდან თქმული ანუ ხატია დეკანოიძისგან…

მაგრამ მაშინ არა და სამაგიეროდ ახლა მოისმინეთ, როცა სააკაშვილი ციხეშია და პრაქტიკულად კვდება , მერაბიშვილი იჯდა, ხოლო აი ხატია დეკანოიძემ ლელო უნდა გაიტანოს ოღონდ თუ “გაატანინეს” “ლელო”, ასე იოლი არ არის კარში ლელოს გატანა , ჯერ უნდა მიგიშვან რომ გაიტანო ძვირფასო ეჰ…..წავედი, თორემ ყავა გამიცივდა“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

Cesko