19 Views
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი უკრაინის ტერიტორიაზე ოპერაციების შეწყვეტას აპირებს მას შემდეგ, რაც რუსეთის რეგულარულმა ძალებმა ვაგნერის წევრებისთვის ტყვია-წამლისა და ცოცხალი ძალის მიწოდება შეწყვიტა.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც მებრძოლებს შორის პატიმრების ჩარიცხვა შეწყვიტეს, ვაგნერის ძალებს პერსონალის და ტყვია-წამლის დეფიციტი აქვს.
Bloomberg-ის თქმით, პრიგოჟინი კრემლისთვის მზარდ საფრთხედ განიხილება და კრემლს მისი “დამოუკიდებლობა” არ მოსწონს.