“ერთ-ერთი როლი ამაში ითამაშა მერაბიშვილის აქტიურმა ჩართულობამ” – დატოვებას თუ არა პარტიას დეკანოიძე

0
310
65 Views

დატოვებს თუ არა პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე, “ნაციონალურ მოძრაობას”, ჯერ უცნობია. ის არ მალავს, რომ ამაზე ნაფიქრი აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააჟღერებს. ხატია დეკანოიძე არ იზიარებს პარტიის საერთო პოზიციას და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულია.

“ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რა განსხვავებაც მე მაქვს პარტიის მენეჯმენტთან. რაზეც ჩემი უკმაყოფილება იციან პარტიაში და მე მისაუბრია ამ თემებზე, ეს იყო პირველ რიგში პოლიტ საბჭოს არჩევნები, რომელიც ვფიქრობ, რომ არ ჩატარდა გამჭვირვალედ, ეს იყო 9 აპრილის აქცია და ა.შ. მაქვს სხვადასხვა თემები, განსხვავებები და ალბათ ერთ-ერთი როლი ამაშიც ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ,” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

Cesko