“ზედმეტად მიმტევებელი ვიყავი იმ ადამიანების მიმართ, ვინც შემდეგში ბოროტად იყენებდა ამ მეგობრობას და ნდობას…“ – ვისზე საუბრობს თათა გიორგობიანი?

0
346
27 Views

თათა გიორგობიანი ჟურნალ „თბილისელებს” ესაუბრება იმ შეცდომების შესახებ, რაც ადამიანებთან ურთიერთობისას ჰქონია:

„ზედმეტად მიმტევებელი და მიამიტი ვიყავი იმ ადამიანების მიმართ, ვინც თურმე, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ბოროტად იყენებდა ამ მეგობრობას და ნდობას. ანუ რაღაც კუთხით თავდაცვის უუნარო ვიყავი. ცხოვრებაში გარკვეულმა გულისტკენებმა მასწავლა, რომ ყოველთვის არ შეიძლება იყო ასეთი გულწრფელი, გაღიმებული, განურჩევლად ყველას მიმართ კეთილი. მანამდე მეგონა, რომ როგორც მე ვიყავი ყველას მიმართ, ისე იყო ყველა ჩემ მიმართაც და ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ძალიან ახლობელ ადამიანს ჩემთვის ცუდი გაეკეთებინა, თუმცა ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ზუსტად რამდენიმე მეგობრის დაკარგვის შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი8 კეთილი ყველას მიმართ არ უნდა ვიყო…”

Cesko