“შენ ენა გააჩერე…წესიერად ილაპარაკე“ – სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

0
250
22 Views

პარლამენტში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას მოყვა, რომელმაც სტუდენტების დისკრედიტაცია  სცადა და მათ პროტესტს “ნაყიდი პროტესტი” უწოდა.

ამის შემდეგ ოპოზიციამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ მან საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს.

სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა დეპუტატ ხათუნა სამნიძესა და ირაკლი-დაჩი ბერაიას შორის. ბერაიამ სამნიძეს ჰკითხა, რაში იღებდა ის ფულს:

“შენ ენა გააჩერე, ეს არ უკადრებია ჩემთვის არავის, რა ფული ავიღე….წესიერად ილაპარაკე, ფულს რაში იღებო რომ იძახი შე ავადმყოფო, პატარა კაცი ეს, საცოდავი, ფულს რაში იღებ შე საცოდავო, დეკლარაციები დადე, მე არ მიდევს დეკლარაციები? პატარა კაცო შენ, ხელფასს რაში ვიღებ არ იცი? ვინ ღალატობს ქვეყანას შე ავადმყოფო, ავადმყოფო ოროსანო, წიგნი წაიკითხე”, – უთხრა ხათუნა სამნიძემ ირაკლი დაჩი ბერაიას.სიტყვიერი დაპირისპირება იყო ენმ-ს დეპუტატს ხატია დეკანოიძესა და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს შორისაც. პარლამენტის თავმჯდომარეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმაც.

Cesko