ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ – სი ძინპინი პუტინთან შეხვედრისას

0
388
27 Views

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის თქმით, ჩინეთი „ძალიან აფასებს“ რუსეთთან კავშირებს და ეს ორი ქვეყანა მსგავს მიზნებს იზიარებს. ამის შესახებ ძინპინმა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მართალია, რომ ჩვენი ქვეყნები ერთნაირ, ანაც, ერთმანეთის მსგავს მიზნებს იზიარებენ. ჩვენ ძალისხმევას ვდებთ ჩვენი ქვეყნების აყვავებაში. ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობა და ერთად მუშაობა ჩვენი მიზნების მისაღწევად“, – მოჰყავს ჩინეთის პირველი პირის სიტყვები CNN-ს.

ამასთან, სი ძინპინი ამბობს, რომ პუტინის პრეზიდენტობის განმავლობაში, რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

„მე ვიცი, რომ მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობით, რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მე მჯერა, რომ მჯერა, რომ რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას“, – მიმართა სი ძინპინმა პუტინს.

Cesko