“სიყვარული, რომ აღარ არსებობს ამ ქვეყანაში ცხადზე ცხადია… სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ჯიბისა და სტომაქის ამოყორვის დროა” – ლაშა ამირეჯიბი

0
544
16 Views

რაკი ეგრეა და ჩვენ უკვე ონკოლოგიური ავადმყოფების დაპატიმრება დავიწყეთ და სადაცაა სააკაშვილის რეჟიმს გვინდა დამესგავსოთ, ერთ იდეას შემოგთავაზებთ. ონკოლოგიურ ავადმყოფებს და არა მხოლოდ მათ….

ავადმყოფებს, რომლებსაც შეგვიძლია ჯერ კიდევ გადაადგილება შევიკრიბოთ ირაკლი ღარიბაშვილის ოფისთან და შეხვედრა მოვითხოცოთ მასთან. მხოლოდ იმიტომ, რომ მამუკა ანდღულაძე რომელიც ონკოლოგიური ავადმყოფია და მეუღლეც ონკოლოგიური ავადმყოფი ჰყავდა, ჰყავდა თქო, იმიტომ ვამბობ, რომ იგი გარდაიცვალა და მამუკას ხუთი შვილი დარჩა ბებიის და მოხუცი ბაბუის ამარა.

სიყვარული, რომ აღარ არსებობს ამ ქვეყანაში ცხადზე ცხადია… სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ჯიბისა და სტომაქის ამოყორვის დროა.. მე მაინც დიდი იმედი მაქვს ჩვენი პრემიერის ,რომ იგი რაიმე გზას გამონახავს და გაათავისუფლებს ონკოლოგიით დაავადებულ ყმაწვილს, რომელსაც პრაკტიკულად არაფერი დაუშავებია. პრემიერი წესიერი და კეთილი კაცია, მას დიდი ოჯახი ჰყავს და დარწმუნებული ვარ მან რას ნიშნავს სიყვარული ბევრზე კარგად იცის. იგი ხშირად დადის ეკლესიაში და ხშირად სტუმრობს უწმინდესს. ამიტომ მხოლოდ მისი იმედი ღა გვაქვს.
ცხოვრება ათასი მოულოდნელობით არის აღსავსე. დღეს ჯანმრთელები და ბედნიერები ხართ, ხვალ რა მოხდება მხოლოდ ღმერთმა იცის. ღმერთი კეთილი და სამართლიანია! ნურავის გაგიკვირდებათ ,თუ აგერიათ საამური, დალაგებულ-დავარცხნილი ცხოვრება. შესაძლოა, ბოროტება და ნაკარნახევი გადაწყვეტილება ტკივილით მოგიბრუნდეთ. აქ უკვე სასამართლოს და პროკურატურას ვგულისხმობ.. ამიტომ შეეცადეთ, ბევრი სიკეთე აკეთოთ.,ნუ გადაყვებით მუცლის ამოყორვას!
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრემიერი უყურადღებოთ არ დატოვებს მის ოფისთან შეკრებილ ონკოლოგიით დაავადებულ ადამიანებს.
ვინც გაიზიარებთ ჩემს მოსაზრებას პირადში მომწერეთ. დროზე შევთამხდეთ.

ლაშა ამირეჯიბი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko